spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – “ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, რომ ამ დახმარებას ვეღარ მიიღებენ, ამიტომაც პრევენციულად იწყებენ საუბარს

ეს მთავრობა ღიად განუდგა დასავლეთს, რა შუაშია სააკაშვილი?! – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი Front News-თან საუბრისას პრემიერ-მინისტრ ირალი ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირიდან მისაღებ დახმარებასთნ დაკავშირებით. 

 

მამულაშვილის თქმით, ევროკავშირიდან გამოყოფილი თანხა, რომელსაც საქართველო “ოცნების” მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ვეღარ მიიღებს, იყო დახმარება და არა სესხი. 

 

“ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში და მას არჩევნების გზით არ გავისტუმრებთ, დასავლეთიდან მსგავსი დასჯა ჩვეულებრივი გახდება. “ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, რომ ამ დახმარებას ვეღარ მიიღებენ, რაც  ფაქტობრივად,  სანქციების ტოლფასია, ამიტომაც პრევენციულად იწყებენ საუბარს იმაზე, რომ არ გვჭირდება თანხა და რომ ეს დახმარება არ არის, ვალია. არავითარ შემთვევაში, ეს ვალი არ არის, ეს არის დახმარება, რომელიც ევროკავშირმა გამოყო სამი ქვეყნისთვის – მოლდოვა, იორდანია და საქართველო. საქართველოს აქედან 100 მილიონი ეკუთვნოდა, მეორე ტრანში იყო 75 მილიონიანი, რომელსაც ვერ მიიღებს „ქართული ოცნება“, რადგან დაარღვია შეთანხმება. საბოლოო განცხადებაში ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას“ კიდევ  ელიტურ კორუფციაში დადებენ ბრალს და შესაბამისად, არანაირი თანხა საქართველოში არ გადმოირიცხება. ეს თანხა იყო პანდემიის დროს ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის და ბიზნესის დახმარებისათვის“, – განაცხადა მამულაშვილმა. 

 

როგორც ოპოზიციის დეპუტატი აცხადებს, მართალია, სანქციების საბოლოო ჯამში მაინც მოსახლეობას აზარალებს, მაგრამ ამ მოსახლეობას აქვს არჩევანი და უარი უნდა უთხრას მოქმედ ხელისუფლებას. 

 

რაც შეეხება ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, მამულაშვილი აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილი არაფერ შუაშია. 

 

“ყველგან, სადაც თავიანთი დარღვევაა, ადანაშაულებენ მიხეილ სააკაშვილს, რა შუაშია ევროკავშირთან მიხეილ სააკაშვილი? „ქართული ოცნება“ თავისი ნებით გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან და თქვა, რომ არ აინტერესებს დასავლეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა მამულაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები