მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
“მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს!“, – წერს მამუკა მდინარაძე.