spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიოლა ფონ კრამონი – არც განვიხილავ “ქართული ოცნების” იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია

ჩვენ მივესალმებით “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ  ერთხელ ვიტყვი, რომ უკეთესი იქნებოდა ეს ადრე გაეკეთებინათ და “ქართული ოცნებისთვის” საბაბი არ მიეცათ – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავარი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

 

“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, მე მაინც იმედგაცრუებული ვარ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს გადაწყვეტილება ადრე არ მიიღო და რამდენიმე თვის შემდეგ გააკეთა. რაღა თქმა უნდა, არც განვიხილავ “ქართული ოცნების” იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია. ცხადია, ეს ასე არ არის, ამ შეთანხმებას სხვა ბევრი ხელმომწერი ჰყავს, შეთანხმება არსად არ წასულა, ადგილზეა და ვალიდურია”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა “მთავარი არხის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები