spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – სამედიცინო პერსონალი მაგალითი უნდა ვიყოთ, 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი

რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ  ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში აცრილია ექიმების 67%, ხოლო სრულიად სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია.

 

“ანტივაქსერიზმი არაა პროფესიასთან დაკავშირებული, ის ყველა ჯგუფშია. ბევრი გვიფიქრია და ექიმებს სავალდებულოობა გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად ჰეპატიტის აცრა სავალდებულოა აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში. კანონითაა დადგენილი. ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყონ აცრილი და ა.შ.

 

სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ყოველთვის. ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს. მე მაგალითად რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ  ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი. 

 

ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილა ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ, 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები