spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან

სამეგრელოს რამდენიმე სოფელში სტიქიას ებრძვიან. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია.

 

სოფელში დატბორილია სახლების პირველი სართულები, ეზოები და ქუჩები. ხობში ზარალის ოდენობა უცნობია.

 

მოსახლეობის თქმით, განადგურებულია მოსავალი.

 

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან წალენჯიხის სოფელ ლიაშიც. 

 

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს მთლიანად ახადა სახურავი, რამაც ეზოში მყოფი ავტომობილებიც დააზიანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები