spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – როდესაც ასეთი ხელისფლება გვყავს, პრეზიდენტისაგან უფრო მკაფიო განცხადებებს ველოდებით

საქართველოს პრეზიდენტს მართებს უფრო მკაფიო განცხადებების გაკეთება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ Front News-თან სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

 

მისი თქმით,  პრეზიდენტის ბოლოდროინდელი პათოსი მართებულია, თუმცა არასაკმარისი. 

 

“პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უნდა იმსახურებდეს სანქციებს ევროპელი პარტნიორებისაგან, არის აბსოლუტურად სწორი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პრეზიდენტს აქვს მეტი ვალდებულებები ქვეყნის წინაშე და მართებს  უფრო მკაფიოდ განაცხადოს, რომ არ შეიძლება ქვეყანას ყავდეს ხელისუფლება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უწოდებს არაკეთილსინდისიერს, მთავრობა, რომელიც ტოვებს მიშელის შეთანხმებას და უარს ამბობს რეფორმების გატარებაზე, მთავრობა, რომელიც ბელორუსის კგბ-სთან ინტენსიურად თანამშრომლობს. ამიტომ როდესაც ასეთი ხელისფლება გვყავს, პრეზიდენტისაგან უფრო მკაფიო განცხადებებს ველოდებით”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უარი ევროპულ სესხზე გაუგებარია და პარადოქსული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები