ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია კი არა, საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი მოუგებს – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “საქართველოსათვის” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველი მხარს აღარ დაუჭერს და ეს კარგად იციან მმართველი ძალის “ბოსებმა”.
“ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეში დღეს რამდენიმე ფუნდამენტური აქტია გამყარებული, ეს არის უიმედობის, უსამართლობის აღქმა და რაც მთავარია, ადამიანები ვერ ხედავენ ხვალ და ზეგ რა იქნება, არაპროგნოზირებადი გარემოა. შესაბამისად, თქვენ ხო არ გგონიათ, რომ საქართველოს ამომრჩეველს რაიმე ფეტიშები ამოძრავებს, არა. საქართველოს ამომრჩეველი ბრძენი და სამართლიანი რატომ არის იცით? ერთხელ გაძლევს შესაძლებლობას, მეორედ, მესამედ და შემდეგ ისე გიპასუხებს, როგორც თვითონ ჩათვლის სამართლიანად… მარტო მე კი არ ვგრძობ, ამას გრძნობენ ეს ბიჭები [ქართული ოცნების ლიდერები] ბოსები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში.