spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ჩვენმა მოკავშირეებმა დეკემბრიდან დღემდე სასოწარკვეთის სამი სტადია გაიარეს

ჩვენმა მოკავშირეებმა დეკემბრიდან დღემდე სასოწარკვეთის სამი სტადია გაიარეს – იყვნენ გაკვირვებულები, შემდეგ აღშფოთებულები და ახლა აქვთ სრული პესიმიზმი – ამის შესახებ “მესამე ძალის” წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. 

 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დიპლომატები მისი თხოვნით დათანხმდნენ ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის მედიაციის პროცესში ჩართვას. როგორც ის აღნიშნავს, თავიდან მათ მის ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს, რის გამოც 2 კვირა დაიკარგა. მოლაპარაკების დაწყებაზე უარი თქვეს ოპოზიციიდან. შედეგებიდან გამომდინარე კი ვაშაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკოსად წოდებულ ადამიანებს ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი. 

 

“გაკვირვებულები იყვნენ იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს დოკუმენტს და შემდეგ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გავდივართო – სრული შოკი ქონდათ.  ჩვენი პარტნიორები, რომლებიც სამართვებრივად აზროვნებენ, აცხადებენ, რომ ჩვენ ქართველებს განდეთ ჩვენი რეპუტაცია, ამაში ჩემი დანაშაულიაცაა, დავთანხმდით იმას, რაც არ გვინდოდა”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

განვითარებული პროცესების და ბოლოს კი ევროპულ ფულზე უარის თქმით, საქართველომ “წიხლი უკრა” ბრიუსელს. 

 

“ჩვენ წიხლი ფინანსურ დახმარებას კი არ ვუკარით, ჩვენ წიხლი ვუკარით იმას, რომ ბრიუსელი გვეუბნება, რომ შენ ჩემთვის ხარ სრულიად განსაკუთრებული შემთხვევა, მე შენ განგიხილავ როგორც მტკიცე მოკავშირეს და როგორც კანდიდატს, რომ როცა იქნება, შენ გახდები წევრი..  არ ვიცი, რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს 2021 წელს, რომ ჩვენ ეს აღმოვფხვრათ”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები