“საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-ვენის რეისს ასრულებდა და აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში დაეშვა.
შასის გაუმართაობის გამო თვითმფრინავი თითქმის ორი საათის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა. ამ გზით პილოტი საწვავის დაცლას ცდილობდა.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი მგზავრი იმყოფება ბორტზე. ისინი თვითმფრინავს უახლოეს წუთებში დატოვებენ.