spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – მე სავსებით ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს შეფასებაში

მე სავსებით ვეთანხმები მას შეფასებაში, – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

 

დეკანოიძის თქმით, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, რომ ამ არჩევნებში 43 პროცენტიანი ზღვარს ქვემოთ დატოვოს ხელისუფლება. 

 

“მე  სავსებით ვეთანხმები იმ შეფასებაში, რაც მან გააკეთა, რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების უკიდეურესი გაჭირვება, სიღატაკე, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და რეალურად ძალიან დიდი საფრთხრე იმისა, რომ ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს მომავალი. მან გაგვაცნო თავისი გადაწყვეტილება, როგორც მან თქვა, იგი აპირებს, კონკრეტულად მიიღოს გადაწყვეტილება, რაც შეეხება მის დაბრუნებას ქვეყანაში. რა, როგორ, რა გეგმით, ამაზე უფრო მეტს და ვრცლად ისაუბრებს, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ამ გადამწყვეტ რეფერენდუმზე და ამ გადამწყვეტ არჩევნებზე ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, დიდი ენერგიის ინვესტიცია უნდა ჩავდოთ იმისათვის, რომ ნამდვილად რეფერენდუმზე ქვეყანამ 43 პროცენტიანი ზღვარს ქვემოთ დატოვოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ “მთავარის” ეთერში. 

 

ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ამ არჩევნებზე დაბრუნდეს საქართველოში, ასევე მოუწოდებს ყველას, მოახერხონ და მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში, რომ ძალაუფლების მიღმა დატოვონ ივანიშვილის ხელისუფლება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები