ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ მას ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დავხდებით და პარლამენტში მოვიყვანთ. ამ ფაქტის მიმართ ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ ის ამ ნაბიჯს თუ გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე.
არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.