სვანეთში დაკარგულ მამა-შვილს ეძებენ. მწვერვალ უშბაზე ლაშქრობისას მოლდოველი ალპინისტები 28 აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილან.
ინფორმაციას დაკარგულების ოჯახის წევრი გალინა კულიკოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში სამაშველო ეკიპაჟები უკვე ჩაერთნენ. სამძებრო სამუშაოებს ამინდი ართულებს, რადგან ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ვერტმფრენის აფრენა ვერ ხერხდება.