საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
სხდომის დასაწყისში, სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, კოლეგებს 7 სექტემბერს, 12.00 საათიდან, პლენარული სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ბრძანება გააცნო.
2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღევანდელი პლენარული სხდომის შემდეგ, პლენარული სხდომები არჩევნებამდე აღარ გაიმართება.