spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თამარ გაბუნია – სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პედაგოგებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზოგიერთ სკოლაში ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს.

 

როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, იქნება იმისი წინაპირობა, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა.

 

“ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია არის კეთილსაიმედო. ასევე პედაგოგებში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელია. ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს. პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი.

 

მისივე თქმით, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა აქტიურობა გამოიჩინონ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დროულად აიცრან.

 

“მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები