ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს აცრის მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პენსიონერებში აცრის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ამიტომამ მხრივ საინფორმაციო ღონისძიებების გაქტიურება იგეგმება.
“ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა ამ პროცესში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ჩვენ დაშვებას ვაკეთებთ, რომ სწორედ 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმები, რომლებსაც დაევალებათ თავიანთ უბნებზე, რომ მნიშვნელოვანი ღონისძებები საინფორმაციო ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად ნებეყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა. პირველი არის ოჯახის ექიმების მეტად გააქტიურება უბნებზე და შემდეგი არის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა არ მხოლოდ ეს, ასევე რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური იმ კუთხის საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტიკარაძემ.