spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შსს ყვარელში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ყვარელში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.

 

პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

 

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები