შსს-ს ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.
უწყების ცნობით, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.
შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო.