Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოსახლეობის უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ (39-39%, ჯამში 78%) 5 ივლისის მოვლენებს უკავშირებს. 22% კი ამბობს, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ამ დღეს საერთოდ არ უკავშირდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.