spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“სამართლიანმა არჩევნებმა” მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა

“სამართლიანმა არჩევნებმა” მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისთვის.  

 

“9 სექტემბერს, ”ქართული ოცნების” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის – გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.  
აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ”ა” ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164”1” მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.   

 

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა, მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fisfed.official%2Fposts%2F4867906486570834&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”766″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები