spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – მე მარიხუანა გამისინჯავს და სხვა მძიმე ნარკოტიკი აპაპაპა

ნარკომანი თუ არ ხარ და არ გიმაიმუნია, ადექი და რად გინდა ამდენი ხვეწნა-მუდარა? გაცილებით ღირსეული, საპასუხისმგებლო ქცევა იქნება, წახვიდე, ჩააბარო, თქვა, რომ აჰა, არაფერი არ მჭირს, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში  მერობის კანდიდატების  ნარკოტესტირებაზე საუბრისას განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ახლა რომ მერობის კანდიდატი ყოფილიყო, ნარკოტესტს ჩააბარებდა. 

 

“კანონი არ ავალდებულებს მერობის კანდიდატებს,  მე რომ 4 წლის წინ კანდიდატი ვიყავი, ტესტი არ ჩამიბარებია, მაგრამ მე რომ ახლა ვიყო მერობის კანდიდატი, აუცილებლად ჩავაბარებდი ნარკოტესტს იმიტომ რომ, აი ეს, ფეხს რომ ითრევენ კანდიდატები, ძალიან ცუდად გამოიყურებიან, თავს იმართლებენ… თუ არ ხარ ნარკომანი და არ გიმაიმუნია, ადექი და რად გინდა ამდენი ხვეწნა-მუდარა. გახარია იქნება, მელია თუ ანა დოლიძე, მოვუწოდებდი რომ გაცილებით ღირსეული, საპასუხისმგებლო ქცევა იქნება, წახვიდე, ჩააბარო, თქვა, რომ აჰა, არაფერი არ მჭირს. არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი. მე მარიხუანა გამისინჯავს და სხვა მძიმე ნარკოტიკი აპაპაპა”- განაცხადა ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები