spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვანში ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ვანში გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ინციდენტი მოხდა. პოლიტიკოსებს სიტყვიერი შეურაცხყოფა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირებმა  მიაყენეს. 

 

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ,  პირი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ზაალ (ზაზა) გერსამიაა, მეორე კი ადგილობრივი ხელისუფლების, ვანის მერიის სპორტის აიპის ხელმძღვანელი როინ კანკაძე. 

 

ოპოზიციაში აცხადებენ,  რომ ეს პირები, ხელისუფლების დირექტივებს ასრულებენ. 

 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

 

ოპოზიცია სათანადო რეაგირებას ითხოვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები