spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

 

მას გამოძიება ტერორისტული მიზნით ადამიანების მძევლად ხელში ჩაგდებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. მისი თქმით, ბანკში 52 000-ლარიანი იპოთეკური სესხი აქვს.  

 

რაც შეეხება ხელყუმბარას, მელიქიშვილის თქმით, ის რამდენიმე წლის წინ ალაზნის ჭალაში შემთხვევით იპოვა. 

 

შალვა მელიქიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

 

ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 49 წლის შალვა მელიქიშვილი 9 სექტემბერს დააკავეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები