spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა. დღეიდან აღდგა როგორც მეტროს, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა.

 

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება.

 

„დღეიდან მოიხსნა შეზღუდვა მუნიციპალური ტრანსპორტზე. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, თბილისის მეტრო და სამივე საბაგირო გზა მოქალაქეებს მოემსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში. რაც შეეხება რეგულაციებს, ტრანსპორტში მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ პირბადით. პირბადის ტარებას თბილისის მერიის ტრანსპორტში გააკონტროლებენ კომპანიის თანამშრომლები და მეტროს პატრულის თანამშრომლები. რაც შეეხება ავტობუსებს აქ გააკონტროლებენ კონტროლიორები და კონდუქტორები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს არ ეკეთება პირბადე ან არასწორად ეკეთება, ავტობუსი არ დაიძვრება ადგილიდან“, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული.

 

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

 

სხვა შეზღუდვები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები