ერთიან საარჩევნო სიაში 3 900 მოქალაქიდან 683 ადამიანი გარდაცვლილია, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ავრცელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 17%-ზე მეტს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, სიაში 1930 წლამდე დაბადებულების რაოდენობა 16 ათასს აჭარბებს, ორგანიზაციამ მხოლოდ 3 900-მდე ადამიანის გადამოწმება შეძლო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისთვის 19 სექტემბრამდე აძლევენ ვადას.