spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ჭიჭინაძე – ის რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა, ამას “ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს

“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება! ანუ, დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც “ქართული ოცნების” ნდობის დამტკიცება-არდამტკიცების!, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

 

“ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და “ოცნების” ხელისუფლებას განაჩენი გამოვუტანოთ!რადგან მათი ხელისუფლება არა თუ გვიცავს, ღმერთმა დაგვიფაროს ეს ფაილები გამომზიურდეს და საჯარო გახდეს, იმდენი ადამიანი გადაემტერება ერთმანეთს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, სისხლისღვრა მოხდება.

 

საპარლამენტო ოპოზიციას რაც ეხება, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია. საჯარო, ღია, ყველამ რომ შეძლოს ჩვენების მიცემა ისეთი და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ გავერკვეთ ვინ ქმნის ქვეყანაში ასეთ მდგომარეობას. მოკლედ, ის რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა – ამას „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები