დავუფასოთ მიხეილ სააკაშვილს ის საკითხი, რომ მან არჩევნები გადააბარა ხელისუფლებას. ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილმა პატივი სცა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ შორის ის არ იმსახურებს დღეს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“დავუფასოთ მიხეილ სააკაშვილს ის საკითხი, რომ მან არჩევნები გადააბარა ხელისუფლებას. ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, მცდარი გადაწყვეტილება იყო ეს, მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ დღეს, რასაც ვხედავთ ჩვენ, ეს არის რუსეთისკენ შეტრიალებული ხელისუფლება და ეს არის “ჰეზბოლას” მეგობარი ხელისუფლება.
ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა იმით, რომ ის ბევრს ფულს დაჰპირდა მათ, მოატყუა იმით, რომ უფასო ფული იქნებოდა, ბევრი საკითხი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილმა პატივი სცა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ შორის ის არ იმსახურებს დღეს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.