“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” და სხვა სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებმა უკვე განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ, ამ კანონის მიმართ მორჩილებას. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავრეგისტრირდეთ ნებაყოფლობით უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციად, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ერთი თვის ვადაში არ დარეგისტრირდება არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური ინტერესის გამტარად, იუსტიციის სამინისტრო თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს.
“ხვალიდან უნდა დავრეგისტრირდეთ უცხოური ძალის ინტერესების ორგანიზაციად. ჩვენმა ორგანიზაციამ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” და სხვა სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებმა უკვე განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ, ამ კანონის მიმართ მორჩილებას. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავრეგისტრირდეთ ნებაყოფლობით უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციად. ჩვენ მხოლოდ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია ვართ.
რა მოხდება ერთი თვის შემდეგ – როცა ეს ვადა დასრულდება, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, რომ თვითონ დაგვარეგისტრიროს უცხოური ძალის ინტერესების ორგანიზაციებად”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.