დღეს რომ “ქართულ ოცნებას” ანაკლია მიხეილ სააკაშვილის გამო არ ამოეჩემებინა და არ მოეძულებინა იქაურობა, როგორც ბათუმშია უზარმაზარი შენობები, ისე იქნებოდა ანაკლიაშიც. პორტიც იქნებოდა და ლაზიკის პროექტიც იქნებოდა განხორციელებული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ საერთოდ გავიგეთ, სად მდებარეობს ანაკლია. ანაკლიაში ვიყავი ჩასული, ანაკლია დღეს არის მიტოვებული. მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ საერთოდ გავიგეთ, სად მდებარეობს ანაკლია. ცრემლი წამოგივა ადამიანს, გავერანებულია ყველაფერი. მე კითხვას ვსვამ – რატომ? რა დააშავა ანაკლიამ? დღეს, რომ ბათუმში ამდენი ტურისტია ჩასული, ხომ შეიძლებოდა ეს ტურისტები ანაკლიაშიც ჩასულიყვნენ და შემოსავლის წყარო გამხდარიყო სამეგრელოსთვის.
დღეს რომ “ქართულ ოცნებას” ანაკლია მიხეილ სააკაშვილის გამო, არ ამოეჩემებინა და არ მოეძულებინა იქაურობა, როგორც ბათუმშია უზარმაზარი შენობები, ისე იქნებოდა ანაკლიაშიც. პორტიც იქნებოდა და ლაზიკის პროექტიც იქნებოდა განხორციელებული”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.