spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეგის ქარდავას ექსტრადირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი განმარტებას აკეთებს

სამართალმცოდნე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, 1999-2006 წლებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის თანამშრომელი თამარ ჭელიძე მეგის ქარდავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე Front News-თან განმარტებას აკეთებს.

 

“ლტოლვილის საერთაშორისო დაცვა განისაზღვრება ლტოლვილთა დაცვის შესახებ 1951 წლის კონვენციით. მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს ე.წ. non-refoulement წარმოადგენს, რომელიც უკრძალავს სახელმწიფოს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ან ლტოლვილის დეპორტაციას ან საზღვრიდან გაბრუნებას. მიუხედავად იმისა, მიენიჭება თუ არა ლტოლვილის სტატუსი მაძიებელ პირს, non-refoulement პრინციპი დაცული უნდა იქნეს, კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისი ამ პრინციპიდან არსებობს 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, თუ პირმა ჩაიდინა 1F მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

მოცემულ შემთხვევაში, საუბარია არა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მიერ საერთაშორისო დაცვის, ანუ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, რასაც ასევე 1951 წლის კონვენცია ითვალისწინებს, არამედ, უკრაინის, როგორც 1951 წლის კონვენციის მონაწილე მხარის მიერ ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურებზე, ამავე კონვენციის ა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კონვენციის non-refoulement პრინციპის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია არ დააბრუნოს ლტოლვილის მაძიებელი პირი საქართველოში და არ მოახდინოს მისი დეპორტაცია, ვიდრე არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისთვის უკრაინის კანონმდებლობისა და 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე”, – აცხადებს თამარ ჭელიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები