spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ნაციონალური მოძრაობა” კახა კალაძეს სამი კითხვით მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით კახა კალაძეს, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს სამი კითხვით მიმართავს 

 

“ღარიბაშვილმა გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში “ქართული ოცნება” სამჯერ დაგმო.

 

პირველი – მან თქვა გავრილოვი საქართველოში არ უნდა შემოეშვათ, ამით მან დაადასტურა, რომ ასევე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაეკავებინა მას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი. ამით მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა მაშინდელ შს მინისტრს, გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეს. 

 

მეორე – მან თქვა, რომ პარლამენტის აღება თეორიულად შეუძლებელია “რაც არ უნდა შეუტიო, ვერ აიღებ პარლამენტს”. გამოდის, რომ პირდაპირ ეთერში მან ნიკა მელიას ბრალი მოუხსნა და 2-წლიანი ცირკი დაასრულა. მან თქვა, რომ ის, რაზეც მელიას ბრალი ედებოდა არის გამორიცხული და შეუძლებელი. 

 

მესამე – მან თქვა, რომ არ იყო არც წყალი, არც გაზი გამორიცხული და ადამიანებს უბრალოდ თვალი დასთხარეს;

 

ამის შემდეგ კობახიძე აღმასრულებელი მდივნობიდან დააწინაურეს და გახადეს თავმჯდომარე პარტიის და შს მინისტრი გახარია გახადეს პრემიერ-მინისტრი. კახა კალაძე იყო გენერალური მდივანი პარტიის. მის მართ კითხვაა:

 

1. თუ ადამიანებს თვალი დასთხარეს რატომ არავინ დაისაჯა და რას ფიქრობს.

 

2. თუ მელია ვერ აიღებდა პარლამენტს და ეს შეუძლებელია, მაშინ რატომ იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული.

 

3. თუ კობახიძე შეცდა გავრილოვი მის სავარძელში ჩასვა და თუ გახარიაც შეცდა და სპეცრაზმი დააყენა იქ სადაც დააყენა, რატომ დააწინაურეს? ეს ის კითხვებია, რომელსაც კახა კალაძემ პასუხი უნდა გასცეს”, – განაცხადა ობოლაძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები