“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა მეორე შეხვედრა ზუგდიდში გამართეს. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელეს.
დღეს შეხვედრა გაიმართა ქუთაისში. მომდევნო შეხვედრები ოზურგეთში, ბათუმსა და ამბროლაურში ჩატარდება.