spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭყონდიდის ეპარქიაში ბერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტერში მისულ დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, რომელიც ეპარქიის ეკონომოსია, განკვეთილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ.

 

დეკანოზმა წირვის შემდეგ კელიებში გადაინაცვლა და მათ ბრძანება გააცნო, ასევე, მათ უთხრა, რომ ობიექტები უნდა დაილუქოს, შემდეგ კი აღწერა დაიწყოს, რასაც განკვეთილი სასულიერო პირების გაღიზიანება მოჰყვა. 

 

დეკანოზ ტარიელ რუხაძის თქმით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, განკვეთილი საეკლესიო პირები ქონების დალუქვას არ დათანხმდნენ და აპირებენ, თვითონ მოუარონ იქაურობას.

 

თავის მხრივ, განკვეთილი პირები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან არანაირ ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს. ისინი კელიების დატოვებას არ აპირებენ. 

 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები