spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე პოლიციის მაღალჩინოსანს ვანო ზანდარაშვილს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

 

ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ აფექტის მდგომარეობაში იყო და დანაშაული გაუცნობიერებლად ჩაიდინა.

 

იქამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ყოფილი პოლიციელი ვანო ზანდარაშვილი თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. 

 

თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.

 

გამოძიება ვანო ზანდარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები