spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – სიძულვილის ენის წახალისებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს და ეს იქნება “ოცნების“ პასუხისმგებლობა

სიძულვილის ენა, ეს ყველაფერი არათუ დაგმო მმართველმა პარტიამ, არამედ ბოლო დღეებში მოვისმინეთ განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, კობახიძის, კალაძის, წულუკიანის განცხადებები, რომლებიც ამ ყველაფერს იწონებენ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“ამ ყველაფრის მოწონებამ და წახალისებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს და ეს პირველ რიგში, იქნება რა თქმა უნდა, “ოცნების“ პასუხისმგებლობა. 

 

ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ელჩებთან, ხაზი გავუსვით და აბსოლუტურად დეტალურად მოვუყევით ყველა იმ მუქარისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, რაც ჩვენი პარტიის მიმართ ხორციელდება. იმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც „ოცნება“ გეგმავდა ჩვენი პარტიის ლიდერისა და წევრების მიმართ, იმ ბრალდებებისა და ტალახის სროლის შესახებ, რასაც ყოველდღიურად პარტიის ლიდერისა და წევრების მიმართ ეწევიან. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ძალიან დეტალურად მივაწოდეთ. ვუთხარით, რომ ამას აკეთებენ ღიად, საჯაროდ დაშინების მიზნით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები