spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ღია პარლამენტის 2021-2922 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
 

როგორც მიხეილ სარკველაძემ აღნიშნა, კომიტეტი  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე  ინტენსიურად მუშაობს. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან  გარკვეული მიმართულებებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების გატარების საჭიროება გამოიკვეთა.
 

“ჩამოვყალიბდით ტექსტის რედაქციაზე. ამ ტექსტით მოხდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები