spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა და ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს

წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა და ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს, – ამის შესახებ ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა, “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გლდანში წარდგენისას განაცხადა.  

 

მისი თქმით, განსაკუთრებით ამაყია, რომ კენჭს იყრის გლდანში, უბანში, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალაუფლება არის ხალხის. 

 

“თქვენ მთელ ქვეყანას აჩვენეთ გამარჯვების მაგალითი, რომელსაც ძალიან ბევრი იმედით შეყურებდა და იმედით შეჰყურებს, აქ საქმე არ არის პროცენტებში. აქ საქმეა იმაში, რომ თქვენ ყველას უთხარით, რომ ძალაუფლება არის ჩვენი, ძალაუფლება არის ხალხის, ძალაუფლება არის საქართევლოს მოქალაქის და არა სუსის, ივანიშვილის,  კობახიძის ან ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც შეიძლება დღეს აქვს ფული, მაგრამ არ აქვს ღირსება. წინა არჩევნებზე  ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა, და ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები