spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ვერ გაბედავს, მაგრამ თუ ის ამ რისკზე წავა, მისი ადგილი იქნება საკანში, მეგის ქარდავას მახლობლად, რომელსაც ვითომ არ იცნობს

“ნამდვილად ვიცი, რომ  3 ოქტომბერს მასზე დასაცინი ადამიანი ამ ქვეყანაში არ იქნება. მაგრამ აქ ჩამოსვლის გამბედაობა, ნამდვილად არ ეყოფა, რომ  ჩამოვიდეს და  საკანში ჩაჯდეს. დარწმუნებული ვარ  ამაში სიმხდალე შეუშლის ხელს.’’ – განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ,,ჯორჯია თაიმსის’’ ეთერში. 

 

მდინარაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველში მუხტი გაზარდოს. 

 

“ახლა ცდილობს  ამ თავის „მაიმუნობებით“, მუხტი აწიოს თავის მომხრეებში, ისევ მოატყუოს და ა.შ. მაგრამ, თუ არ მოატყუებს და ჩამოვა, კი ბატონო, დახვდება ქართული სახელმწიფო და ქართული მართლმსაჯულება და ამით ვიქნებით მოხარულნი. მისი განცხადების და მისი ბილეთის გამოდების ერთადერთი მიზანია, რომ როგორმე მუხტი აწიოს თავის მომხრეებში, რადგან წაგებული აქვთ ეს არჩევნები ისევე, როგორც წინა შვიდი არჩევნები.

 

დარწმუნებული ვარ, ამ დღეების განმავლობაში პერფორმანსები იქნება, როგორ მოდის, როგორ ემზადება და ბოლოს, აღარ ჩამოვა და სისულელეებს მოიფიქრებენ.

 

მისი ხასიათი ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით ყველა. ის ძლიერად გრძნობდა თავს მაშინ, როდესაც მთელი სახელმწიფო ძალადობრივი სისტემები იყვნენ მის გვერდით. სხვანაირად ის უბრალოდ მშიშარა ადამიანია. ჩამომსვლელი არ არის, ვერ გაბედავს, მაგრამ თუ ის ამ  რისკზე წავიდა, მისი ადგილი იქნება საკანში. არ ვიცი, შეიძლება მეგის ქარდავას მახლობლად, რომელსაც ვითომ არ იცნობს“, –  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები