spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ორივე პრიორიტეტია, არჩევნების შედეგების დაცვა და სააკაშვილის მშვიდობიანი დაბრუნება

“ნაციონალური მოძრაობისათვის” ორივე პრიორიტეტია, არჩევნების შედეგების დაცვა და სააკაშვილის მშვიდობიანი დაბრუნება,  – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.  

 

მისივე თქმით, როგორ გადანაწილდება პარტიის რესურსი ორ პრიორიტეტულ საკითხს შორის, ამაზე  გადაწყვეტილებას,  მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის კონსულტაციის შედეგად მიიღებენ.   

 

“ჩვენი პრიორიტეტია,  რომ დავიცვათ არჩევნების შედეგები, დავიცვათ გამარჯვება, რომელშიც  დარწმუნებული ვართ.  მეორე – ვუზრუნველყოთ ქვეყანაში პრეზიდენტი სააკაშვილის მშვიდობიანი დაბრუნება, იმისთვის,  რომ ამ ქვეყანამ შეძლოს ნორმალურად პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება. ამიტომ პარტიისთვის ორივე საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტი და როგორ გადანაწილდეს ჩვენი რესურსი ამ ორ პრიორიტეტს შორის, ამაზე, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის კონსულტაციის შედეგად, მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბრის ღამეს გეგმავს. მის დახვედრას სამართალდამცველების გარდა,  გეგმავენ პარტიის აქტივისტები, თუმცა ამავდროულად,  მათ ნაწილს ხმების დაცვის მიზნით საარჩევნო უბნებზე მოუწევს დარჩენა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები