spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ნამდვილად ბევრი სიურპრიზი ექნებათ, მათ შორის დაკვირვების პროცესში

არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ წელს პოლიტიკური გარემოც და ტექნიკური მომზადებაც არის ხარისხობრივად აბსოლუტურად სხვა, “ქართული ოცნება” ეცდება? – კი, გამოუვა? – არა! – ამის შესახებ ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” კითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია ხმების დაცვას.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, წელს აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთად გეგმავს ხმების დაცვას და ამის ტექნიკური ცოდნაც აქვთ. 

 

“ისეთი ადამიანები მიკავშირდებიან და უნდათ ხმების დაცვა, რომლებიც ძალიან ცოტა ხნის წინ აპოლიტიკურ ხალხად მოიხსენიებდნენ თავიანთ თავს. ეს განწყობა, რომ ჩვენი, ყველასი დასაცავი არის ხმები, არის გარდამტეხი ნებისმიერი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის იმედად არ ვართ, ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია..  ყველას გვესმის, რომ ახლა ჩვენ-ჩვენი პარტიების ხმების დაცვის დრო კი არა, გაყალბების წინააღმდეგ ახლა ყველას ერთად დარაზმის დროა. ვიცით გაყალბების მექანიზმები, იგივე კარუსელი როგორ უნდა ვაკონტროლოთ, როგორ უნდა აკონტროლო რეგისტრატორი, როგორ უნდა აკონტროლო მარკირების სისტემა, კიდევ რაღაცები, რასაც ჩვენთვის შევინახავთ ამ მომენტისთვის, მაგრამ ნამდვილად ბევრი სიურპრიზი ექნებათ, მათ შორის დაკვირვების პროცესში. არის ასევე სამოქალაქო ცესკო, აქტივისტებს და მცოდნეებს ამ პროცესის თავიანთი ველი აქვთ კიდევ, ამიტომ პოლიტიკური გარემოც და ტექნიკური მომზადებაც არის ხარისხობრივად აბსოლუტურად სხვა. “ქართული ოცნება” ეცდება? -კი, გამოუვა? – არა!”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების ერთოიბლივ პრესკონფერენციაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები