მოსახლეობის 60 პროცენტი სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, წუწუნს სჯობს, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში, – წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს
“საქართველო: – კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%; აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21%-მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა.
გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 60% სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება. წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbidzina.kulumbegov%2Fposts%2F10226142776780848&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”294″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>