spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია ამომრჩეველს ხმების დაცვის მექანიზმს აცნობს

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამომრჩეველს ხმების დაცვის მექანიზმს აცნობს. 

 

მისი თქმით, ხმების დაცვის უპირველესი მექაანიზმია საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი. 

 

ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე 6 რჩევა გააჟღერა, თუ რა უნდა იცოდეს უბანზე მისულმა ამომრჩეველმა, რომ გამყალბებლებმა ვეღარ შეძლიონ ოპოზიციური ამომრჩევლის ბიულეტენის გაბათილება,  ე.წ. კარუსელები და  სხვა მანიპულაციები.  

 

“1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ხელმოწერა იყოს თქვენივე გვარის გასწვრივ.

 

2. ბიულეტენი არ უნდა იყოს დაზიანებული – ცუდად მოხეული და დაზიანებული ბიულეტენი ბათილდება;

 

3. ბიულეტენს რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭდი 

 

4. ე.წ. მეტკა – არსად არ უნდა იყოს მონიშნული ადგილი სამაგიდო სიაზე;

 

5. ბიულეტენზე მკაფიოდ უნდა იყოს შემოხაზული სასურველი კანდიდატი, იმისთვის, რომ არ გახდეს სადაო (სხვა ნიშანი არ დაიტანოთ ბიულეტენზე);

 

6. კარგად დახურეთ კონვერტი, სადაც ბიულეტენებს ჩადებთ. (გადმოყრილი ბიულეტენები ბათილდება)”

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები