spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირი შეშფოთებულია დიპლომატების თვალთვალის გამო და ფაქტების გამოძიებას ითხოვს

საქართველოს მთავრობა დიდ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. 12 სექტემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადების გზით იყო მოპოვებული. გვიან ღამით ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა მიიღეს დაუცველი ვებგვერდის ბმული, რომეზედაც ათასობით დოკუმენტი ინახებოდა. ეს იყო 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა უშიშროების სამსახურის მიერ მომზადებულ კრებსებს, ვიდეო და აუდიო ფაილებს და ფოტომასალას. თავდაპირველად წყარო იტყობინებოდა, რომ ამ ფაილებში ინახებოდა დოკუმენტები, რომლებიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობას და პირად ცხოვრებას შეეხებოდა. დოკუმენტების დეტალური შესწავლისას კი დადგინდა, რომ სუსი არა მხოლოდ საეკლესიო პირებით ინტერესდებოდა, არამედ ის უკანონოდ უთვალთვალებდა და აშანტაჟებდა მოქმედი მთავრობის და ოპოზიციის წევრებს, რიგით ადამიანებს და დიპლომატებსაც კი. 

 

დიპლომატების თვალთვალს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის თანაშემწე პეტერ სტანო. მან შეშფოთება გამოთქვა დიპლომატების თვალთვალის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აუცილებლად იმსჯელებს და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგავს ვენის კონვენციის ფარგლებში. „ჩვენთვის ცნობილი გახდა ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ, რომელიც შეეხება ევროკავშირის ელჩის და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლების შორის სატელეფონო საუბრების  ფარულ მოსმენას. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ევროკავშირი ამ საკითხს განიხილავს ვენის კონვეციის ფარგლებში და ამის მიხედვით გადავდგავთ შემდგომ ნაბიჯებს“.

 

საიდუმლო ფაილებში ასევე ინახება კარლ ჰარცერის და ერთ-ერთი მისი თანამშრომლის საუბარი, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის მარტში. ისინი საუბრობდნენ ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების მიზანშეწონილობის შესახებ. კრებსებში ასევე ინახება ინფორმაცია, თუ 2015-2016 წლებში, როგორ ავალებდა სუსი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კონკრეტულ თანამდებობის პირებს დიპლომატების თვალთვალს. ვინც ამ დავალებას არ ასრულებდა ისინი კონტროლზე აჰყავდათ და მათ მიმართ ხორციელდებოდა სადამსჯელო ღონისძიებები. 

 

დიპლომატების ფარულ მოსმენის საკითხს გამოეხმაურა ასევე კარლ ჰარცერიც, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიუსელს კითხვები გაუჩნდა ვენის კონვენციის თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. კარცერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბრიუსელის ოფისში უკვე დაიბარეს ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ევროკავშირში და მას განმარტებები მოსთხოვეს დიპლომატების სავარაუდო თვალთვალის და შანტაჟის ფაქტებზე. მხოლოდ, ამის შემდეგ გახდა იძულებული იუსტიციის სამინისტრო, რომ გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.  

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დიპლომატების უკანონო მოსმენაზე კითხვა დავუსვით პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელმაც როგორც მთავრობის მეთაურმა ტრადიციულად თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა და ისრები ისევ სხვა მიმართულებით გადაამისამართა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ქვეყანას აზიანებს და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი. მას ვკითხეთ თუ რატომ უსმენდნენ დიპლომატებს, რაზეც მან გვიპასუხა:

 

“ეს ფაქტი უნდა დადგინდეს, უნდა დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, ან უსმენდა თუ არა ა.შ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამის მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას”.

 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის პროკურორები არ გამოიძიებენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი უმძიმეს დანაშაულებს, მათ შორის არ გამოიძიებენ დასავლელი დიპლომატების უკანონო თვალთვალის ფაქტებს. ამ დანაშაულების გამოძიება შესაძლებელი ინება მხოლოდ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ და ბინძინა ივანიშვილი წავა ხელისუფლებიდან- განაცხადა ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ. 

 

2021 წლის 2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე, (ე.წ. რეფერენდუმზე: დასავლეთი ან რუსეთი) ქართველი ხალხის პასუხს ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. არჩევნების შედეგები გადაწყვეტავს ქართველი ხალხის მომავალს: იქნება საქართველოს ადგილი ევროკავშირში თუ ყველანი ერთად დავბრუნდებით უკან საბჭოთა კავშირში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები