spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – 2 ოქტომბერს დღის ბოლოს ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად აღნიშნავს ქვეყნის გამარჯვებას

2 ოქტომბერს დღის ბოლოს ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ ამ ქვეყნის გამარჯვებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან  განაცხადა. 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს. 

 

“რა თქმა უნდა,  ძალიან მაღალია ინტერესი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია ქონდათ ევროპარლამენტარებსაც. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ მაქსიმალურად  საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს ხვალ საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს საკუთარი არჩევანი საარჩევნო ყუთთან თავის უკეთესი მომავლისათვის. 

 

დარწმუნებული ვარ,  დღის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვებას, არამედ ამ ქვეყნის გამარჯვებას და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას ევროატლანტიკური პერსპექტივის რეალიზების არეალში. ძალიან მალე გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ,  მესმის, რომ ძალიან მაღალია  საზოგადოებრივი ინტერესი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები