მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მის ძალებში შედიოდა, ჯერი არის თქვენზე, ხვალ თითოეული თქვენგანი მიდის არჩევნებზე და აფიქსირებს თავის პოზიციას – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ერთი გეგმა, ესაა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. 3 ოქტომბერს კი ყველას დედაქალაქში ეპატიჟება გამარჯვების აღსანიშნად.
“მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ, რომ სააკაშვილი არ ჩამოსულა, კიევშია სადღაც, რომელიღაც სასტუმროში ისვენებს და ასე შემდეგ. ცხადია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საქართველოში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ მე თუ დამაკავებენ, ქართველი ხალხი აუცილებლად დამიხსნის. მოვუწოდებ საზოგადოებას, მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მის ძალებში შედიოდა, ჯერი არის თქვენზე, ხვალ თითოეული თქვენგანი მიდის არჩევნებზე და აფიქსირებს თავის პოზიციას. სხვა გეგმა ჩვენ არაფერი გვაქვს, მშვიდობიანად, წყნარად ხვალ ვათავისუფლებთ კრიმინალური “ოცნებისაგან” ჩვენს ქვეყანას,3-ში საზეიმოდ გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას, ყველა რაიონიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქალაქიდან, დედაქალაქში აღვნოშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა