საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მარინა გზირიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ქალბატონ მარინა გზირიშვილის გარდაცვალების გამო. ქალბატონი მარინა არის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა და აფხაზეთის ომში, ასევე გმირულად დაღუპული ბადრი გზირიშვილის მეუღლე. ის იყო გზირიშვილების საამაყო ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ოჯახის ორი წევრი დაკარგა. სწორედ ასეთ ოჯახებზე, აღმზრდელ დედასა და მეუღლეზე დგას ჩვენი სამშობლო.
განცდილი ტრაგედიების მიუხედავად, ქალბატონი მარინა კვლავაც აგრძელებდა სხვა გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების გამხნევებას, მხარდაჭერას და ის თავდაცვის უწყებისთვის განსაკუთრებით პატივსაცემი ქალბატონი იყო.
მისი გარდაცვალება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი ყველა ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ოჯახისთვის. მინდა გულითადად მივუსამძიმრო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.