ხმაური და დაპირისპირება იყო მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მუმლაძის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ხელს უშლიდნენ ე.წ. კარუსელს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს აჯიმურად მურადოვს ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი თავს დაესხა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – განაცხადა მუმლაძემ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც საარჩევნო პროცესის ხელისშეშლას გულისხმობს.