spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ, მოსახლეობას  არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არის შანსი ქვეყნის მომავალისა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

 

“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი ისტორიული დღეა. სწორედ ამიტომ მე მოვუწოდებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი  არჩევანი.

 

დღეს ყველას გვაქვს შანსი, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თითოეული ადამიანის ცხოვრება და  შევქმნათ პერსპექტივა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები