გლდანში 72-ე უბანზე საარჩევნო უბანზე, პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. იქ იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და “ოცნების” აქტივისტი შაკო კოჭაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლის ამპლუაშია.
ხოშტარიამ დარღვევებზე ისაუბრა, რაც უარყო კუჭაშვილმა და ოპოზიციონერ კანდიდატს ტერიტორიიდან დისტანცირება მოთხოვა.
ხოშტარიას თქმით, უცხო პირი კომისიის ფორმაში გადაცმულ ქალბატონებს ქაღალდებს გადასცემს.
“არც ერთ მოქალაქესთან არ შევალ დაპირისპირებაში, რაც უნდა პარტიულ დავალებას უნდა ასრულებდეს. დღეს მშვიდად არჩევნების ჩატარება არის ჩვენი ამოცანა. მოვიდნენ რატომ? – იმის გამო, რომ უბანზე მოხდა უხეში დარღვევა და ჩათვალეს, რომ ამ ხმაურით გადაფარავენ ამ დარღვევას”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
გლდანში, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო გოგუაძეც, რომელმაც თქვა, რომ მისი ინფორმაციით უბანზე მობილიზაცია იგეგმება.
“ხდება შპანას მობილიზაცია, როგორც გვითხრეს და დავდივართ. გვაინტერესებს, რა გარემოა გლდანში”,- აღნიშნა ნინო გოგუაძემ.