spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარტიის “ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წარმომადგენელი შენგელი ავსაჯანიშვილი ყაზბეგის საკრებულოშია

“ჩვენი პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წარმომადგენელი შენგელი ავსაჯანიშვილი ყაზბეგის საკრებულოს წევრი გახდა,“ – განაცხადა პარტიის ლიდერმა ანა დოლიძემ.

 

“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ამომრჩევლებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, სადაც ჩვენი პარტია იყო წარმოდგენილი. ყველა ხმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. არ აქვს მნიშვნელობა, შეძლო თუ არა ჩვენმა პარტიამ ბარიერის გადალახვა. 

 

განსაკუთრებული მადლობა ყაზბეგის ამომრჩეველს, რადგან ჩვენი წარმომადგენელი შენგელი ავსაჯანიშვილი უკვე გახდა ყაზბეგის საკრებულოს წევრი. ყველა ხმა, რომელიც მიიღო ჩვენმა პარტიამ არის გულწრფელი დამომავლის იმედით მიცემული, რადგან პარტია „ხალხისთვის“ სულ სამი თვის წინ შეიქმნა და ჩვენ ზურგს არ გვიმაგრებდა არც დიდი ფული და არც განუსაზღვრელი რესურსი. ჩვენ ვიქნებით თითოეული ამომრჩევლისინტერესების დამცველი და ვიბრძოლებთ ქვეყნის და ხალხის უკეთესი მომავლისთვის. პარტია ხალხისთვის ვართ მომავლის, საქმის პარტია“, – აცხადებს ანა დოლიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები