1 ოქტომბერს ქვეყანაში დამატებით 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვიდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ასევე არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „სინოვაკი“.
“როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და 1 ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.